Logo

ირაკლი კირცხალია - დღეს ჯო უილსონი იქნება, ხვალ შეიძლება სხვა სახელი და გვარი მოგვევლინოს, ყველაზე საშინელი სანახავია ხალხი, რომელიც მათ ეტრფის

პოლიტიკა
13 საათის წინ / 16:28
Frontnews image description

დღეს ჯო უილსონი იქნება, ხვალ შეიძლება სხვა სახელი და გვარი მოგვევლინოს, ამ შემთხვევაში, ყველაზე საშინელი სანახავია ხალხი, რომელიც მათ ეტრფის და მათ სამსახურშია - აგენტურული ქსელი, რომელიც მოღვაწეობს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, შეაფასა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეო, რომლებიც ამჯერად, სავარაუდოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის თანაშემწეს პოლ მასაროს ესაუბრნენ და საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს, რა დროსაც, მასარომ საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

კირცხალიას შეფასებით, ეს კიდევ ერთი თვითლუსტრაცია და იმის დადასტურებაა, რასაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში საუბრობს.

"ეს არის კიდევ ერთი თვითლუსტრაციაა იმისა, რასაც ვამხელდით 2022 წლამდე და 2022 წლის შემდეგ მათი სახეების მხილებაც აღარ დაგვჭირდა. აქ ჯო უილსონის და მის მრჩეველზე, ან კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებზე კი არ არის საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ ჩარჩენილია აშშ-ში და იმ დიდი მანქანის მიერ იმართება და რომელიც უკვე გაორმაგებული ძალით იბრძვის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, ზოგადად რეგიონთან მიმართებით, აქ ყველაზე ამაზრზენი და გულის ამრევია ის ხალხი, რომელიც ამათ ეტრფის და მათ სამსახურშია და სულ არ აინტერესებთ, სად წავა თავიანთი ქვეყანა, უბრალოდ, მიიღონ მათგან დავალება და ეს დავალება ყურმოჭრილად, ზედმეტი კითხვის გარეშე შეასრულონ. ეს არის ამაზრზენი სანახავი, თორემ, დღეს ჯო უილსონი იქნება, ხვალ შეიძლება შეცვალონ და სხვა სახელი და გვარი მოგვევლინოს, ევროკავშირში შეიძლება სხვა ლობისტური ჯგუფი მოგვევლინოს, რომელიც ამ დიდი მანქანის მხრიდან იმართება. ყველაზე საშინელი სანახავია ეს აგენტურული ქსელი, რომელიც მოღვაწეობს მათი დიდი მანქანის დავალებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, არამედ, ქვეყნის ოპოზიცია. მათი საქციელი და განცხადებები ჩემთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან, ისინიც თავიანთი დამკვეთებიდან იღებენ დავალებას, თუ რა დავალებები, რა მესიჯბოქსები და სცენარები უნდა შეუკვეთონ ჩვენს ქვეყანაში თუ სხვა ქვეყნებში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები