
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი, ასეთი წმინდა დღესასწაული, რომელიც ჩვენმა სულიერმა მამამ, უწმინდესმა ილია II-მ დააფუძნა. ეს დღე არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სარწმუნოების, ქვეყნის ერთიანობის და სიყვარულის დღე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა და საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.
მისივე თქმით, დღევანდელ დღეს ყველა ხედავ სად დგას ქართული საზოგადოება.
"დღევანდელ დღეს მთელი ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო ხედავს, თუ სად დგას, რა ფასეულობების და ღირებულებების გვერდში დგას ჩვენი საზოგადოება. ასევე, ორმაგი დატვირთვის დღეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველად აღავლენს დღეს ლოცვა-კურთხევას და ამ უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ვუსურვებ სიყვარულს, გაერთიანებას და ასე ერთობით და სიყვარულით წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მსოფლიოსთვის დღევანდელი დღე აჩვენებს იმას, თუ სად დგას ქართველი ხალხი. აჩვენებს, როგორ სცემს პატივს თავის იდენტობას, ისტორიას, თავის სარწმუნოებას და როგორ შეუძლია ერთიანად ამ ღირებულებების ირგვლივ ასე ზღვად გაერთიანდეს მთელი ქართული საზოგადოება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს