ირაკლი კირცხალია - ეს არის პირდაპირ თავხედური ჩარევა, რომლის მიზანიც საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევაა

ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული ქვეყნის ლიდერები გამჭვირვალობის კანონს ებრძვიან? ეს არის პირდაპირ თავხედური ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში", – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებისა და ევროპელი ლიდერების კრიტიკა „გამჭვირვალობის კანონის“ მიმართ საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმის ტოლფასია.
"თუნდაც ნებისმიერი კანონი მათ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას, იქ მისაღებია, ხოლო ჩვენთან დამღუპველი და დამანგრეველი? ეს არის პირდაპირ თავხედური ჩარევა, რომლის მიზანიც საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევაა. ვერ გამოუვათ ეს „ქართული ოცნების“ პირობებში და იმ საზოგადოების პირობებში, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს საზოგადოება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ქვეყნის ინტერესები პრიორიტეტულია.
"ეს არის უკვე მეათედ, საიუბილეოდ, როცა ჩვენი ხალხი ნათლად განაცხადებს საკუთარ პოზიციას“, - აღნიშნა მან.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




