ირაკლი კირცხალია - ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დანაყოფის მსოფლმხედველობასა და მათი პატრონების სურვილებზე ჩვენი ქვეყნის მიმართ

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ დამოკიდებულებასა და ALDE-ს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
კირცხალიას განცხადებით, „ლელოს“ დამოკიდებულება არის სწორედ ის, როგორიც ALDE-ს აქვს საქართველოს მიმართ, რამდენადც აღნიშნული პარტიის წევრებმა სამშობლოს ცნება არ იცინა.
„ლელოს“ დამოკდიებულება არის ის, რა დამოკიდებულებაც აქვს ამ დანაყოფს ქვეყნის მიმართ და თავისი სამშობლოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ცნება, დარწმუნებული ვარ, არცერთმა არ იცის „ლელოში“. რაც შეეხება ALDE-ს, მათ პატრონებს ეს ALDE იქნება, თუ სხვა არაარჩეული ბიუროკრატები ბრიუსელში დღეს, რას ვხედავთ? - ჩვენ კარგად ვნახეთ მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, არც მანამდე აკლებდნენ ამ დამოკიდებულების გამოხატულებას, უბრალოდ 2022 წლიდან გახდა ძალიან თვალსაჩინო და ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, ისინი არ მხოლოდ გმობენ ამ ყველაფერს, არამედ ახალისებდნენ ამ ყველაფერს. როდესაც შენ ევროკავშირის სახელით საუბრობ, როდესაც შენ ფურცელზე, დოკუმენტზე გქვია პოლიტიკური პარტია და შენ ახალისებ პოლიციელის დაწვას და „მოლოტოვის კოქეტილის“ სროლას. როდესაც შენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი გქვია და „ვენის კონევნციით“ უნდა მოქმედებდე მასპინძელ ქვეყანაში და შენ ამ ყველაფრის შემდეგ ბანერებს აბეჭდინებ და „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ ქვეყანაში და გვაყენებ ასეთ შეურაცხყოფას, ლაზარეს შემდეგ ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რასაც აპირებდა, პირდაპირ ტერორიზმს და ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დანაყოფის მსოფლმხედველობასა და მათი პატრონების სურვილებზე ჩვენი ქვეყნის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




