Logo

ირაკლი კირცხალია - გამიჯვნა, გაქცევა, გადაბრალება, ღალატი ეს მათი სახეა

პოლიტიკა
227
Frontnews image description

გამიჯვნა, გაქცევა, გადაბრალება, ღალატი ეს მათი სახეა, იმიტომ, რომ ისინი ღალატობდნენ ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ღალატობდნენ ოპოზიციაში ყოფნის დროს და ახლა რატომ გვიკვირს, თუ უღალატებენ თავიანთ თანაგუნდელებს?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ნურავის მიაყენებენ შეურაცხყოფას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ნუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას აქვს ერთსაათიანი, ან რამდენიმე  დღის მეხსიერება, გადახედონ  მათ ძალიან მოკლე, რამდენიმედღიან რეტროსპექტივას, თუ რა განცხადებებს აკეთებდე და რომელ თავშეყრას შეუერთდნენ თითოეული მათგანი, რომელიც დღეს გამოდის და ემიჯნება, ზოგადად გამიჯვნა, თანაგუნდელის მიტოვება, ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური სახეა. ეს კიდევ  ცალკე საკითხია ამ დიდ დანაშაულს რომ თავი დავანებოთ და უბრალოდ პოლიტიკურ, მორალურ, ადამიანურ ჭრილში შევხედოთ. თავისი თანაგუნდელებისგან გამიჯვნა როდესაც ნახავენ, რომ რაღაც საშიშროებას, საფრთხეს, ჩავარდნილ სცენარს.

გამიჯვნა, გაქცევა, გადაბრალება, ღალატი ეს არის მათი მორალური სახე, იმიტომ, რომ ისინი  ღალატობდნენ  ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ღალატობდნენ ქვეყანას ოპოზიციაში ყოფნის დროს და ახლა რატომ გვიკვირს თუ უღალატებენ თავიანთ თანაგუნდელებს და რამდენიმე საათში ერთხელ შეიცვლიან თავის აზრს, ან გააკეთებენ რადიკალურად  განსხვავებულ განცხადებას სხვადასხვა თემაზე“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement