
ავტორი
Front News საქართველო
განვიხილეთ ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია. თუნდაც, ეს კვარტალი რომ განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდა უკვე წინა წელზე მეტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
„განვიხილეთ ეკონომიკური მიმართულებები, რაზეც ძირითადად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ. მოგეხსენებათ, ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დაასრულა მუშაობა. საზოგადოება აღნიშნულ დასკვნას გაეცნო, იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაწეული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა იმ გეგმების შესახებ, თუ რა იგეგმება ამ მიმართულებით აღმასრულებელ რგოლში როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ასევე, ზოგადად, რა მიგნებები ჰქონდა აღმასრულებელი კუთხითაც. იცით, აღმასრულებელი ხელისუფლება პარალელურად, ასევე მუშაობდა ფასების კომისიის კუთხით. ასე, რომ განვიხილეთ ეს საკითხები.
განვიხილეთ ის ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია. თუნდაც, ეს კვარტალი რომ განვიხილოთ, წინა წელზე მეტია უკვე ეკონომიკური ზრდა და ამ მაჩვენებელს აუცილებლად მოგახსენებთ, როგორც ეს ქვეყნდება ხოლმე“, - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს