
ავტორი
Front News საქართველო
გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდს გადასცდა.
"ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგისტრალური გზა მთავრდება, ახალი აეროპორტები, გაფართოება არსებული აეროპორტის, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზება. ყველა მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ისტორიულ მაქსიმუმზე გავდივართ წლიდან წლამდე. ამას საზოგადოება ხედავს. სიღარიბის დონე სამჯერ შემცირებულია.
რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ არის და ერთ დღეში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ შევხედოთ თუ როგორი ნაბიჯებით მივდივართ, როგორი გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ და სად ვართ წლიდან წლამდე.
კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც ჩვენ გვაქვს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იმ დერეფანთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მსოფლიოშია და რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს წარმოიშვას, ჩვენი ქვეყანა იყოს რეგიონში მშვიდობის კუნძული. სტაბილური ინვესტიციების გარემო. რამდენი ინვესტიცია შემოვიდა, რამხელა კომპანიები შემოდიან. პორტის მშენებლობა გამომრჩა, ის მოდელი, რომელ მოდელზეც ჩამოვყალიბდით, როგორი სახელმწიფოებრივი მიდგომაა და რა ინვესტიციებს მოიზიდავს შემდეგ ის მიდგომა, რომელიც ახლა დავაანონსეთ. „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია გავიხსენოთ. ეს რას მოაქვს, მოაქვს ერთს, სტაბილურ გარემოს და მომავალში სტაბილურობის შეგრძნებას. როგორც შიგნით, ჩვენი ბიზნესისთვის, ასევე გარე ინვესტორებისთვის, ჩვენ ამ პოლიტიკას აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს