Logo

ირაკლი კირცხალია - გავრცელებული ტყუილის გამო "ბიბისის" დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ, ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე

პოლიტიკა
78
Frontnews image description

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო „ბიბისის“ დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ. ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, ეყრდნობიან ჩახუნაშვილს, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს და ა. შ., რასაც აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში.

"რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო ბიბისის დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ… ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო და იცით ვის და რას “ეყრდნობიან”? - ჩახუნაშვილის, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს და ა. შ.

ეს ჩვენი აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში. რა უქნეს და სად მიიყვანეს ეს ხალხი, ამითაც მარტივი მისახვედრია! ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, ეს საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა და ამავდროულად კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურის და მათი პატრონების ქმედებების მასშტაბებს და აბსურდულობას“, - წერს კირცხალია.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა.

BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.

Advertisement