Logo

ირაკლი კირცხალია - გდდ-ს თანამშრომლების ვითომ “ახალ სიებში” ერთი მათგანი აწ გარდაცვლილი, პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია

პოლიტიკა
193
Frontnews image description

დღევანდელ მათ “სიხარულს” თან უდიდესი ამორალურობაც ახლავს: გდდ-ს თანამშრომლების ვითომ “ახალ სიებში” ერთი მათგანი აწ გარდაცვლილი, პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია - ალბათ, კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რისი მკადრებლები არიან! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

"აი ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა ხელს არავინ მოაწერს!

დღევანდელ მათ “სიხარულს” თან უდიდესი ამორალურობაც ახლავს: გდდ-ს თანამშრომლების გამოქვეყნებულ ვითომ “ახალ სიებში” ერთი მათგანი აწ გარდაცვლილი, პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია…

ალბათ, კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რაზე წამსვლელები და რისი მკადრებლები არიან!" - წერს ირაკლი კირცხალია.

Advertisement