Logo

ირაკლი კირცხალია - ჯერ პრეზიდენტის სტატუსით დარბოდა, მერე, შეიძლება, დედოფლობაც უნდოდა, რა კლინიკასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად არ ვიცით

პოლიტიკა
332
Frontnews image description

"ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად, როგორ ანეკდოტადაც არის მიჩნეული მისი თითოეული ნაბიჯი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, მედიის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, რომლის თანახმადაც შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს იმ პირის მიმართ, ვინც კონსტიტუციური ორგანოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

ირაკლი კირცხალიას ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ჰკითხა, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობას, ისევე, როგორც პრეზიდენტისას სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს და მისი ქმედებები ჩაითვლება პერფორმანსად თუ კანონდარღვევად, რაზეც ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

„ღიმილის მომგვრელია და ძალიან არასერიოზულია ზურაბიშვილზე რაიმე კომენტარის გაკეთება. იმიტომ, რომ ჯერ პრეზიდენტის სტატუსით დარბოდა, მერე შეიძლება დედოფლობაც უნდოდა. დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავის თავს, მონარქად აღიარებს... რა კლინიკასთან გვაქვს საქმე ნამდვილად არ ვიცით. მაგრამ ნურავის ნუ წაუცდება განცხადება, მოწოდება ექსტრემისტული, რომელიც მიმართული იქნება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები