Logo

ირაკლი კირცხალია - ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

პოლიტიკა
552
Frontnews image description

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი - კანონი უზენაესია ყველასთვის, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კირცხალიას განცხადებით, ნებისმიერი პირის მიმართ, კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში, კანონი იქნება უმკაცრესი.

"არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, თანამდებობას, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი თანამდებობის პირი, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება იმაზე, რასაც ჰქვია კორუფცია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება იმიტომ, რომ კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები