
ავტორი
Front News საქართველო
ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.
"რატომ ვამბობ დანაყოფს, გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს? თითოეული ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ, თითოეულის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ ყველა მათგანი არის აფილირებული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მინიმუმ მეხოტბეები და მხარდამჭერები არიან სისხლიანი რეჟიმის.
ვერ შედგება ამ პარტიებიდან სხვადასხვა პარტია, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს ქვეყნის გარეთა სცენარში ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში, ყველა ქმედებაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს