ირაკლი კირცხალია - მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა

ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა ისევე, როგორც პოლიტიკა, სადაც მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია წერს.
"ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა ისევე, როგორც პოლიტიკა, სადაც მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა!" - წერს კირცხალია.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მას ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




