Logo

ირაკლი კირცხალია - მარტა კოსის მიზანია ის, რა მიზანიც მათ ჰქონდათ 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ქცეულიყო მარიონეტად

პოლიტიკა
148
Frontnews image description

მარტა კოსის მიზანია ის, რა მიზანიც მათ ჰქონდათ 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ქცეულიყო მარიონეტად, ჩვენი სახელმწიფო გამოეყენებინათ „პროქსი“ სახელმწიფოდ და ჩაერთოთ იმ დამღუპველ ომში, რაშიცაა ჩართული უკრაინა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

იგი ევროკომისარ კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოში „ენჯეოების“ დასაფინანსებლად გზებს ეძებენ.

კირცხალიას თქმით, ზემოთ აღნიშნულის შემთხვევაში, საქართველო მხოლოდ „სტატისტიკურ მონაცემებად“ იქცეოდა და მარტა კოსი და მისი კოლეგები შეშფოთებული სახით ისაუბრებდნენ მომხდარზე. „ეს მიდგომები მათ პირდაპირ გამოავლინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

რაც შეეხება „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე აშშ-ის პოზიციას, მისივე განმარტებით, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და კურსი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი.

„დარწმუნებული ვარ, გაეცანით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ წარმოადგინა, რომ მინიმალური ჩარევაა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტში. რა თქმა უნდა, ეს იქნება აცდენილი დღევანდელ ბრიუსელთან და იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც პირდაპირ იმართება არაფორმალური მმართველობით, რომელსაც ე.წ. დიფ სთეითი შეარქვეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აცდენას ვხედავთ“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები