Logo

ირაკლი კირცხალია - მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას და ეკონომიკას შეექმნას საფრთხეს

პოლიტიკა
238
Frontnews image description

მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო - მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები