ირაკლი კირცხალია - მიმდინარეობს იმ დამღუპველი ისტორიის აღდგენა, იმ სისასტიკის, წამების, რეკეტის, ქვეყნის პირდაპირი ღალატის ლუსტრაცია, რაც ხდებოდა 2012 წლამდე


ავტორი
Front News საქართველო
ისტორიის გადაწერა კი არ მიდის, ისტორიის გადაწერა და ახალი ქართველის შექმნა უნდოდა ზუსტად იმ რეჟიმს, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი წარმოადგენდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, იმ რეჟიმის გადმონაშთია ეს ბატონი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიამ შეაფასა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საზოგადოებამ იცის, თუ რამე წარმატებას მიაღწია, სიბნელიდან, ჭაობიდან ამოვიდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა, სწორედ 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე პერიოდია. ამიტომ, ამ ისტორიის გადაწერა უნდათ, ამ მეხსიერების შეცვლა უნდათ“.
როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, ისტორიის გადაწერა კი არ მიმდინარეობს, არამედ მიმდინარეობს იმ დამღუპველი ისტორიის აღდგენა, რაც იყო 2012 წლამდე. რაც შეეხება ომთან დაკავშირებულ ბრალდებებს, მისი თქმით, სწორედ "ქართული ოცნება" იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოახერხა ორ საერთაშორისო ინსტანციაში გამარჯვება და რუსეთისთვის ოკუპანტის წოდება.
"საკანონმდებლო ორგანოში უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. არ დავიღლებით არც ერთი ეთერიდან, არც ერთი ტრიბუნიდან თუ პირადი შეხვედრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია ყურებადობა და დიდია ინტერესი საგამოძიებო კომისიის მიმართ, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში და თვალყური ადევნონ. ისტორიის გადაწერა კი არ მიმდინარეობს, არამედ, მიმდინარეობს იმ დამღუპველი ისტორიის აღდგენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რასთანაც გვქონდა საქმე 2012 წლამდე. მიმდინარეობს ლუსტრაცია იმ სისასტიკის, წამების, რეკეტის, ქვეყნის პირდაპირი ღალატის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. როგორ შეიძლება, "ნაციონალური მოძრაობის" ან რებრენდინგული „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის წარმომადგენელს ენა მოუბრუნდეს ომის დაწყებაზე და ქართული "ქართული ოცნების" მიმართ ასეთი ბრალდება ჰქონდეს, როდესაც ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ორ უმაღლეს საერთაშორისო ინსტანციაში მათ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე დათანხმებას, ხელმოწერას, დასკვნაზე თანხმობას რეალურად წერტილი დაუსვა და უაპელაციოდ დაერქვა რუსეთს ოკუპანტი.
ასე რომ, ასეთი საუბრით ალბათ, თავიანთ ამომრჩეველზე აკეთებენ გათვლას, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, დღითი დღე მცირდება, ვინაიდან აკვირდებიან მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. იცით, რომ კომისიის ვადა გაგრძელდა ძალიან მნიშვნელოვანი, ობიექტური მიზეზების გამო. დაველოდოთ დასკვნებს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
თაგები:
ირაკლი კირცხალია