Logo

ირაკლი კირცხალია - მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია სუსის უფროსის თანამდებობაზე

პოლიტიკა
83
Frontnews image description

მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა.

„მინდა გამოვეხმაურო აჟიოტაჟს, ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, ამ [სტრუქტურულ] ცვლილებებთან დაკავშირებით. მინდა ჩვენი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ ყველა, რომ ბატონი მამუკა [მდინარაძე] დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა. მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, მან ეს სამსახური თვისობრივად მაღალ დონეზე აიყვანა“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები