ირაკლი კირცხალია - მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გააგრძელოთ ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ?


ავტორი
Front News საქართველო
"მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენივე ხელით იმ ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების ძირის თხრა, რისი სახელითაც გვესაუბრებით? როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს დესტრუქცია? როდემდე უნდა გააგრძელოთ ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კირცხალია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე მისვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი თბილისში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა.
"ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისი მანდატის მიწურულს, აქ კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს, ვიზიტის და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს. თურმე ქალბატონი შეშფოთებულია ჩვენი შემზღუდავი კანონებით. ოდნავ ღიმილის მომგვრელია და ვუსვამ კითხვას, რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით, გამჭვირვალობის კანონით ხომ არა? ან ე.წ. ლგბტ თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხომ არ არის შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, როგორიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ემსახურება? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა? როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში თურმე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს? გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილე პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა და ექსტრემიზმის, რასაც ბოლო წლებია, ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, დესტრუქციის მრავალ მცდელობას ქართულმა საზოგადოებამ სათანადო პასუხი გასცა.
„ჩვენი ქვეყნის სახელით, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის სახელით გეუბნებით, რომ მიუხედავად თქვენი უამრავი ბინძური მცდელობისა, ჩვენი ქვეყნის შვილები არასდროს იტყვიან უარს თავიანთ ღირსებაზე, იდენტობაზე, სუვერენიტეტსა და თავისუფლებაზე, რომელსაც ასე იცავენ და იცავდნენ საუკუნეების განმავლობაში, რომლისგანაც, სამწუხაროდ, დღევანდელი, ევრობიუროკრატიის და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასმული, ეგრეთ წოდებული, პოლიტიკოსები ხართ სრულიად დაცლილი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა