Logo

ირაკლი კირცხალია - მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია, ეს არის მათი სახე

პოლიტიკა
142
Frontnews image description

შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალია გამოეხმაურა ბოლო დღეებში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ მოვლენებს.

"მივიდნენ კრემატორიუმთან, რომელიც წლებია მუშაობს. ძალიან მოკლე ფეხები აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორი მომართულები არიან, მოტივირებულები. ერთი კადრი აიღეს და გადაუღეს კრემატორიუმს, შემდეგ მძინარე ძაღლს, შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები