Logo

ირაკლი კირცხალია - ფაქტია, რომ "დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს

პოლიტიკა
81
Frontnews image description

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, "დიფ სთეითის" ხელდასხმული ე.წ. პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.

კირცხალიას თქმით, მათ აქვთ მკაფიოდ გაწერილი სცენარი და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს, რომ საკანონმდებლო სივრცით დაიცვას სახელმწიფო, ისინი მაინც ცდილობენ თავიანთი გეგმების სისრულეში მოყვანას.

"როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, 2002 წლიდან ვიწყებთ ჩვენ ათვლას ამ ბრძოლისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, კოლოსალური თანხები შემოდიოდა და გვახსოვს ამ თანხებით დაფინანსებული ე.წ. მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პარტიები და შეძლეს, რომ გარკვეული აღქმები გაეჩინათ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და დაეჯერებინათ სიცრუის დიდი ნიაღვარი. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივი აგენტები და ე.წ. პოლიტიკოსები ჩართულები, არამედ პირდაპირ დიპკორპუსის წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, გახსოვთ თქვენ მიტინგები, როდესაც პირდაპირ წვავდნენ ყველაფერს.

გეგმა უცვლელია და იმდენად უსუსურია ეს გეგმა, იმდენად თვალნათელია მათი გეგმები, მოქმედების სცენარი, საზოგადოება უკვე ხედავს რასთან გვაქვს საქმე. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი, რა საზღვრებზე ვსაუბრობთ, როდესაც ყველა დეტალს, ნებისმიერ გაფაჩუნებას ცდილობენ მოარგონ თავიანთი დესტრუქციული გეგმები“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები