Logo

ირაკლი კირცხალია - ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური - პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი

პოლიტიკა
53
Frontnews image description

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, იმ მართლაც უბინძურეს, დიდ, წლებზე გაწერილ სცენარზე, ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური - პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი“, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, რადიკალების ერთ-ერთ მსხვილ აგენტს წამოსცდა ფრაზა - „სანქცია გარეთ, აქცია შიგნით“.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, მთელი ამ სცენარის დედააზრი ის, რომ საზოგადოება უნდა დაყო.

"მახსოვს, ერთ-ერთი აქტივისტი, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ, 22 წლის, მანაგაძე გვარად. ჭავჭავაძის გამზირზე რაღაც ინციდენტი მოხდა, აქციების პერიოდში, ამ ბიჭმა განაცხადა დედაჩემს არ ვაღიარებო. დედას არ ვაღიარებო, 22 წლის ბიჭმა თქვა, ამათმა აქტივისტმა. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სწავლებებით ჰყავდათ მოწამლული. ამ ყველაფრის შემდეგ რა განცხადებები გაკეთდა?!

გიორგი ვაშაძე იყო, რომელიც მივიდა, ხელი ჩამოართვა და ინტერვიუ მისცა ამ ტრაგიზმის შემდეგ და თქვა, ჩვენ ვამაყობთ ასეთი ახალგაზრდებითო. ამ დონის პოლარიზაციაა“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები