Logo

ირაკლი კირცხალია - ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

პოლიტიკა
112
Frontnews image description

ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.

“ამიტომ ამოსავალი წერტილი ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს მშვიდობა, ჩვენთვის ეს არის, ძალიან მინდა რომ ეს ეგულისხმა ქალბატონ შაჰინს”, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ქართული ოპოზიცია ის ძალაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი დადებითი თემა საზოგადოებას და პარტაქტივს დეზინფორმაციული რაკურსით შესთავაზოს.

„პრიმიტიული ტყუილების ხალხია ეს და ტყუილების მანქანა ჰყავთ თავიანთი სოცმედიებით და ტელევიზიებით“, - განაცხადა კირცხალიამ.

აშშ-ის კონგრესის დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს.

"საქმე ეხება უკრაინას და რუსეთზე ზეწოლის შესაძლებლობას, რათა ეს ომი ამერიკისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ეს პირდაპირ კავშირშია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რადგან თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ეს ვლადიმერ პუტინს ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრის კარტ-ბლანშს მისცემს. ეს გააძლიერებს სი ძინპინს. ეს არ არის კარგი არც ჩვენი მოკავშირეებისთვის და არც მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა შაჰინმა Fox News-თან ინტერვიუში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები