
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ყველაფერი ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
"ისინი მუდმივად ემზადებიან და ყველა შანსს გამოიყენებენ, რადგან ღია ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ აქვთ ღია ბრძოლა გამოცხადებული; ჩვენი ეკონომიკური წინსვლისთვის აქვთ ღია ბრძოლა გამოცხადებული და როგორც ჩვენ ვნახეთ, სხვადასხვა მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების, ასევე ემზადებიან. ყოველთვის არიან მზადებაში, რომ ნებისმიერი შანსი - იქნება ეს დაფინანსება, ცრუ აღქმა, განცხადება, რეზოლუცია და ასე შემდეგ, ქმედება და ნაბიჯი, კოორდინირებულად, ერთად, კოლექტიურად განახორციელონ, რომ როგორმე აქ, ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაციას.
რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ღია, გამჟღავნებულ აგენტურაზე ვსაუბრობთ და ეს აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს