Logo

ირაკლი კირცხალია - როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია, გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას

პოლიტიკა
240
Frontnews image description

როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია, გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ  განაცხადა.

"მე შემიძლია შევაფასო ეს ფაქტი და შეფასებითად ვთქვა, რომ როდესაც საუბარია ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაზე [TBC ბანკი] და ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორზე ეკონომიკაში, რომ ამ კომპანიამ უნდა აიღოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პრეტენზია აქვს და გაცხადებულად ამბობს, რომ ის სრულიად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორც უნდა იზიარებდეს ნებისმიერი ავტორიტეტული კომპანია, ნებისმიერ  ქვეყანაში. როდესაც ვხედავთ  ჩვეულებრივი რადიკალი ეს ქალბატონი [ ნანა დიხამინჯია]  იყენებს მათ პლატფორმას, ქალბატონი რომელსაც ეზიზღება ყველა, მტერია ყველასი  და ებრძვის ყველას, ვინც არ იზიარებს მის აზრს  და ამ ყველაფრის სანთხევად იყენებს ამ კომპანიის პლატფორმას მინიმუმ TBC ბანკისგან ჩვენ  უნდა მოვისმინოთ ამ ყველაფერზე შეფასება და შეფასება იმ კუთხით, მე ვამბობ რა არის სწორი, როგორ უნდა იქცეოდეს ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი კომპანია, თუ ორგანიზაცია, როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, საფინანსო ორგანიზაციაზე და როდესაც საუბარია ორგანიზაციაზე, რომელიც ამბობს, რომ ის იზიარებს ყველა სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყანაში, ვალდებულია, რომ ამაზე მინიმუმ გააკეთოს განცხადება და გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი, რაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს  მის აზრს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები