ირაკლი კირცხალია - როდესაც სრული უტიფარი სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას ავრცელებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, ამის შემდეგ დემოკრატიაზე საუბარი სირცხვილია

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც სრული სიცრუით, უტიფარი სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას ავრცელებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, ამის შემდეგ დემოკრატიაზე საუბარი სირცხვილია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ელჩის განცხადებები დაცლილია ყოველგვარი ობიექტურობისა და სიმართლისგან.
"როდესაც სრული სიცრუით, უტიფარი სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას ავრცელებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გვესაუბრები დემოკრატიაზე. სირცხვილია, როდესაც გვესაუბრები დემოკრატიის პრინციპებზე იმიტომ, რომ თითოეული ეს განცხადება, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ობიექტურობისგან, სიმართლისგან, არის პირველი გამომთხრელი ძირი დემოკრატიისთვის, ვინაიდან სიმართლე და ობიექტურობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




