Logo

ირაკლი კირცხალია - საინტერესოა რა რეაგირება ექნება იმ ქვეყანას, სადაც თავი აქვს შეფარებული ერთ-ერთ რიგით აგენტს

პოლიტიკა
214
Frontnews image description

ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა რა რეაგირება ექნება გერმანიას, რომელსაც გიორგი გახარია თავს აფარებს.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ საქმეზე გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტიპენდიატს პატიმრობაც აქვს მისჯილი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით იყო, როდესაც ბატონმა გახარიამ 30 წამში სამჯერ შეცვალა ის ჩვენება, რომელსაც აძლევდა საგამოძიებო კომისიას. საინტერესოა რა რეაგირება ექნება იმ ქვეყანას, სადაც თავი აქვს შეფარებული ერთ-ერთ რიგით აგენტს. ზოგადად, მისი ყველა ქმედება, რომელიც გახმაურდა, საფუძვლიან ეჭვს იწვევდა და ამ ქმედებების უკან იდგა ჩვენი ინსტიტუციების რეპუტაციის შელახვა. სწორედ ეს მოხდა აქაც იმ დიდ სამართალდარღვევასთან ერთად, რომელიც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამავე თემაზე გიორგი გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უტიფრობას უწოდებს.

“ძალიან რთულად არის მათი საქმე, ჩვენ ეს მათ ვუწინასწარმეტყველეთ [პარლამენტში] შემოსვლის დღიდან, ყოველთვის გავახსენებთ, რომ ყოველდღე თავის მართლების რეჟიმი იქნებიან. ეს უტიფარი განცხადებაც ზის ნაცმოძრაობის განცხადებების ვერტიკალში. არ აცნობიერებენ, რომ ასეთი განცხადებით საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას”, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები