
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ "იმედი LIVE“ -ში განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ძალიან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მათი სლოგანი, რომ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.
"გულწრფელად, ვერ ვიტყვი, რომ ეს ოპოზიციაა. არ არის ეს ოპოზიცია. ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ მათი სლოგანი, რომ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.
საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს იმ აგენტურას, იმ სახეებს, იმ წარსულის მქონე ადამიანებს, რომლებმაც გუშინ აქცია ჩაატარეს.
რეალურად ვისაუბროთ რა დღეზე გვაქვს საუბარი, 26 მაისზე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ერთიანობის, ისტორიულ დღეზე. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის დაბადების დღეზე, რომელიც არის ყველასი. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სამშობლოზე შეყვარებული ყველა ადამიანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს