Logo

ირაკლი კირცხალია - თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს

პოლიტიკა
32
Frontnews image description

თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კირცხალია შვედეთზე მის განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ  მისი ეს განცხადება გამოწვეული იყო იმ უტიფარი განცხადებების გამო, რაც საქართველოს მიმართ ჟღერდება. უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ დღეს იმ ქვეყნებშიც კი პრობლემებია, რომლებიც ისტორიულად დემოკრატიის აკვნად მიიჩნეოდნენ.

კირცხალიამ მის ოპონენტ ნიკა ობოლაძესაც მიმართა, რომ მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე ღიმილის მომგვრელია განცხადებები, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას ეხება.

"ეს განცხადება ემსახურებოდა იმ უტიფარ განცხადებებს და შეშფოთებებს და არა მხოლოდ  შვედეთი იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, სადაც დემოკრატია, ერთ დროს იწოდებოდა, როგორც დემოკრატიის აკვნად, ვხედავთ, როგორ იღვიძებს იქაც საზოგადოება. თითოეულ იმ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს. როდესაც ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობთ და მესაუბრებით პროექტებზე, ღიმილის მომგვრელია თქვენი მხრიდან ამ ყველაფრის მოსმენა თქვენი ყოფილი გუნდის გამოცდილების ფონზე, რაც 2012 წლამდე გვქონდა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები