Logo

ირაკლი კირცხალია - ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ

პოლიტიკა
46
Frontnews image description

ჩვენ ვაპირებთ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, მეზობლებისგან, რეგიონისგან, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო არ არის დიდი წიაღისეულით და ბუნებრივი რესურსებით განებივრებული.

„ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, რეგიონისგან, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ვართ განებივრებული რაღაც დიდი წიაღისეულით და ბუნებრივი რესურსებით, რომ პირობითად, გადავკეტოთ ქვეყანა რაღაცის დროს, რომ აქ ვიყოთ თვითკმარი. ჰესები ახსენეთ, ნახეთ თქვენ რა პოლიტიკა გვაქვს, დევს კონკრეტული, დეტალური გეგმა თუ როგორ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა თვითკმარი და ეს ასე იქნება სულ რამდენიმე წელში. ამას ძალიან კარგად ხედავენ, პირველ რიგში, დარგის წარმომადგენლები. შავი ზღვის კაბელი არ დაგვავიწყდეს და ენერგოდაკავშირებადობა“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები