ირაკლი კობახიძე – 1 000 კაცსაც ვეღარ კრებს 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი NGO რუსთაველის გამზირზე


ავტორი
Front News საქართველო
რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ისევ მათმა პატრონებმა ეს ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული და დამოუკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს.
“მგონი ვიღაცები ვერ აფასებენ ჯანსაღად მოვლენებს. ისიც არ იციან მგონი, რომ 1 000 კაცსაც ვეღარ კრებს 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი NGO რუსთაველის გამზირზე და რაღაცნაირად, ვიღაცამ სცადა, რომ ძალა შეეძინა პროტესტისთვის, რომელიც უკვე არის ჩამქრალი. ამას უკავშირდება, ბუნებრივია, ეს არაფრისმომცემი სანქციების დაწესება, განცხადებები ევროპული საბჭოს და მინისტრთა საბჭოს მხრიდან. რეალურად, ამით ოპოზიციას ვერავინ გააცოცხლებს. რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ისევ მათმა პატრონებმა ეს ადამიანები. აქედანაც ჩანს, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული, დამოუკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს და პრინციპში, კარგად ვითარდება ძალიან მოვლენები. ამ დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა, რაც არის არა მარტო კარგი და საჭირო, არამედ აუცილებელიც იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO-ც კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს, finita la commedia, როგორც იტალიელები იტყვიან

ირაკლი კობახიძე – წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო, თუმცა 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს

ირაკლი კობახიძე – 1000 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას