ირაკლი კობახიძე – 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება


ავტორი
Front News საქართველო
10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ეხებოდა.
მისი თქმით, კანონი არის მაქსიმალურად დაბალანსებული.
“ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – დაახლოებით 1,5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან და იმის შემდეგ არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის რაიმე ფორმით ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში, აქედან გამომდინარე, ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ

ირაკლი კობახიძე – საშუალო ხელფასი 4 წლის წინ თუ იყო დაახლოებით 1 200 ლარი, ახლა მნიშვნელოვნადაა გადაცილებული 2000 ლარს

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს თიანეთსა და თელავში შეხვდებიან