
ავტორი
Front News საქართველო
მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება დღეისათვის არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
მისი თქმით, არსებული წესი იყო ირაციონალური, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად შევიდა საარჩევნო კოდექსში.
“არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს იყო ოპოზიციის, “ენჯეოების“ მოთხოვნა და ეს იყო უპრეცედენტო, ირაციონალური წესი, რომელიც საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე შევიტანეთ. თუმცა, დღეისათვის მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ცესკო-სთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებს.
“სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა გადასული, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ დაადებს ვეტოს, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს