ირაკლი კობახიძე – 19 აპრილის შეთანხმების ანულირება პრაქტიკულად თქვენ მოახდინეთ, როდესაც 4 თვე ხელს არ აწერდით ამ დოკუმენტს

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით იხილება, საკითხის მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს უპასუხა.
“ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი“ ეს იყო საუკეთესო ეპითეტი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან, რომელიც 9 წელი ემსახურებოდა ავტოკრატიულ რეჟიმს და იყო მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება შეთანხმების ანულირებას და ამაზე ქალბატონი თინას ბრალდებას – ანულირებასთან დაკავშირებით ბრალს გვიყენებს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამ შეთანხმებას 4 თვე ხელს არ აწერდა. ამაზე მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს პოლიტიკაში და ცხოვრებაშიც. 4 თვე ხელს არ აწერდით ამ დოკუმენტს და ახლა ჩვენ გვაბრალებთ, რომ ეს დოკუმენტი ანულირებულია. თქვენ მოახდინეთ პრაქტიკულად ამ დოკუმენტის ანულირება იმით, რომ 4 თვე ხელს არ აწერდით და შეურაცხყოფას აყენებდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


