ირაკლი კობახიძე - 2 წელია, მთავრობის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე, ჩვენი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება არის ღია

ავტორი
Front News საქართველო
გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, ყველა აქტი იდება ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება არის ღია, გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს აქვს დაკვირვების საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ იმიტომ იყვნენ და არიან გაუმჭვირვალენი, რომ სუფთად არ მუშაობენ, ემსახურებიან არა ეროვნულ, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს.
"ათასობით და ათი ათასობით აქტი არის გამოცემული საქართველოს მთავრობის მიერ 2 წლის განმავლობაში. თუ ვინმე რომელიმე აქტში დაინახავს რაიმე თვითნებობას, კორუფციის ნიშნებს ან რაიმე სხვას, შეუძლია, დაინტერესდეს და მოგვმართოს. 2 წელია, მთავრობის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე, ყველა აქტი არის გამჭვირვალე, ვერც ერთი ასეთი საკითხი ვერ დადეს. რატომ? იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალედ, ვმუშაობთ სუფთადაც. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, სწორედ იმიტომ იყვნენ და არიან გაუმჭვირვალენი, რომ სუფთად არ მუშაობდნენ, ისინი არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისინი ემსახურებიან უცხო სახელმწიფოების, უცხო ხელისუფლებების და ხანდახან სპეცსამსახურების ინტერესებს, რაც შემაშფოთებელი და სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


