Logo

ირაკლი კობახიძე - 20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები

პოლიტიკა
267
Frontnews image description

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ.

"რაც შეეხება 20 ივნისს და იქ კონკრეტული პირების მოქმედებას, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ამაზე იცით, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ჩვენ განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები