
ავტორი
Front News საქართველო
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.
“დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება 5 მლნ 600 ათასი ლარი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს