ირაკლი კობახიძე - 2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები


ავტორი
Front News საქართველო
2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა, გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მისი თქმით, მან გააკეთა საპირისპირო და მმართველ გუნდს მოუწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა.
"2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ იმ მომენტისთვის 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები. ასეთ პირობებში არ იქნებოდა სწორი სიმართლის თქმა და ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, მან გააკეთა საპირისპირო, უარყოფის განცხადებები. ჩვენ მოგვიწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა და როგორც გახსოვთ, მთელი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იყო აგებული სწორედ ამ თემაზე. რაზეც გავაფრთხილეთ, ზუსტად ის მოხდა. მაგრამ დღეს არის სხვა ვითარება - დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი, ასეთ პირობებში, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს