Logo

ირაკლი კობახიძე - 2018 წელს საპარლამენტო გუნდის არც ერთ ლიდერთან არასდროს ფულთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა

პოლიტიკა
106
Frontnews image description

რაც შეეხება ჩემს განცხადებას ფულის აღებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო გუნდზე იყო საუბარი, 2018 წელს, საპარლამენტო გუნდის არც ერთ ლიდერთან დაკავშირებით, არასდროს ფულთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა.  რაც ვთქვი, იმაზე დღესაც ვაგებ პასუხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იმავეს თქმა შეუძლია დღეს სამთავრობო გუნდზეც.

"რაც შეეხება ჩემს განცხადებას ფულის აღებასთან დაკავშირებით - მაშინ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ ვსაუბრობდი საპარლამენტო გუნდზე. ვისზეც ვსაუბრობდი, დღესაც შეგიძლიათ გაიხსენოთ, ვინმეზე იყო თუ არა რაიმე კითხვის ნიშნები. საპარლამენტო გუნდზე იყო საუბარი, 2018 წელს. საპარლამენტო გუნდის არც ერთ ლიდერთან დაკავშირებით, არასდროს ფულთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა.  რაც ვთქვი, იმაზე დღესაც ვაგებ პასუხს. რასაც ვამბობდი მაშინ საპარლამენტო გუნდზე, დღესაც იგივე შემიძლია ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით სამთავრობო გუნდზე“, - განაცხადა კობახიძემ.
 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები