Logo

ირაკლი კობახიძე - 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე

პოლიტიკა
83
Frontnews image description

როდესაც საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან მთლიანად ჩაკეტილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიწებზე დანიშნულების შეცვლაც ძალიან მკაცრად კონტროლდება.

"ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მიწებზე დანიშნულების შეცვლას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალეა, იუსტიციის სამინისტროც გამჭვირვალედ მუშაობს, შეგვიძლია, ერთად გადავამოწმოთ კონკრეტული ფაქტები“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები