Logo

ირაკლი კობახიძე - 2022-2025 წლების განმავლობაში რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით

პოლიტიკა
159
Frontnews image description

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არის კრიზისულ მდგომარეობაში და მას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ევროინტეგრაციის საკითხი 2022 წლის მარტიდან დღემდე გამოიყენება როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით.

"საბოლოო ჯამში ისე გამოდის, როდესაც შესთავაზეს თავიდან უკრაინას კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შემდეგ, ლოგიკური იყო, რომ მოლდოვა შეიტანდა, საქართველო შეიტანდა. ისე არ აღმოჩნდეს ბოლოს, რომ ეს ყველაფერიც მოაზრებული ყოფილიყო არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ ყველა ქვეყნის მიმართ როგორც არა ღია კარის პოლიტიკა, ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირის მხრიდან, არამედ როგორც ორპირი ქარის პოლიტიკა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით საქართველოსთან მიმართებით მთელი ამ წლების განმავლობაში,  2022-2023-2024-2025 რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით. მე ეს აღქმა მრჩება, როდესაც ეს განაცხადი გაკეთდა უკრაინისთვის, შეთავაზება კანდიდატის სტატუსის განაცხადის შეტანის თაობაზე, მე არ მგონია, რომ მოაზრებული ჰქონდათ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები იყო იმ მომენტისათვის კიევში შესული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები