Logo

ირაკლი კობახიძე - 2025 წელს როგორც ტურისტული ვიზიტების, ისე მგზავრების რაოდენობის თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

პოლიტიკა
310
Frontnews image description

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2025 წელს როგორც ტურისტული ვიზიტების, ისე მგზავრების რაოდენობის თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო. გასული წლის განმავლობაში, განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტს შარშან 8,5 მილიონი მგზავრი სტუმრობდა. ესეც რეკორდული მაჩვენებელია", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები