
ავტორი
Front News საქართველო
წლის ბოლოსთვის 365 000 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 000-ს არასდროს არ ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე და ისინი მიიღებენ ახლა ამ მომსახურებაზე წვდომას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით.
“წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული პროგრესია ამ მიმართულებითაც. 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაიწყო და რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი მომავალი წლის ბოლოსთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს