ირაკლი კობახიძე – 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით

ავტორი
Front News საქართველო
2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყნისთვის.
“საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი – 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




