Logo

ირაკლი კობახიძე - 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

პოლიტიკა
138
Frontnews image description

აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც  რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა.

"დღევანდელი დღე არის თქვენი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგი. სწორედ ასეთ პროექტებზე დგას ძლიერი სახელმწიფო და სწორედ ასეთი ნაბიჯებით შენდება საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები