
ავტორი
Front News საქართველო
2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური კლიმატის ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
“გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ხედავთ, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებები იწვევს სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა მძიმე სტიქიები, მათ შორის წელს და ამ კუთხით სერიოზული ზრუნვა არის საჭირო, მათ შორის, პრევენციის თვალსაზრისით.
2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, დროის სიმცირიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას. ქალაქებში ჰაერის დაბინძურება ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თბილისში, გასული წლების განმავლობაში, უკვე 25 %-ით შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. ქალაქ რუსთავში ეს მაჩვენებელი შემცირდა 35 %-ით და მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს