ირაკლი კობახიძე - 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს

ავტორი
Front News საქართველო
2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ ტემპის მიხედვით, რაც აქვს აღებული ხელისუფლებას, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე დამატებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყანაში.
"ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 170 ლარი. მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა თავის დროზე 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის. გვინდა, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით ეს არის სავსებით რეალური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




