ირაკლი კობახიძე – 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ანაკლიის პორტში 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში


ავტორი
Front News საქართველო
ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროექტის პირველი ფაზა, გეგმის თანახმად 2029 წლისთვის დასრულდება.
“იმედი გვაქვს, 2028 წლისთვისაც დასრულდება ეს პროექტი, თუმცა 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა პროექტის დასრულებისთვის და ამ დროისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ბელგიური კომპანია უკვე აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეს სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს უამრავი ადამიანის დასაქმებას, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას და იის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ასევე მალე დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს