ირაკლი კობახიძე - 2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის

ავტორი
Front News საქართველო
2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის.
"2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია. საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




