ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო სრულად მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე განვითარება შეწყვიტა, არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია.
"კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში 11 მლრდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მაგალითად, მოლდოვის ეკონომიკას შორის. ყველა ეს ნაბიჯი, ყველა რეფორმა ემსახურება იმას, რომ საქართველო, მათ შორის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს