
ავტორი
Front News საქართველო
სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
"ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, ერთი კონკრეტული მონაკვეთის გარდა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რკინიგზის რესურსების გაძლიერება. ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აქაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. აეროპორტების ინფრასტრუქტურა ვითარდება - ეს ეხება სამივე საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რაც ხორციელდება ინფრასტრუქტურაში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამასთან ერთად ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს შესაბამის ქვეყნებთან, ეს არის ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები. გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები ჩვენს სამ მეზობელ ქვეყანასთან, ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ამ ყველაფერს აქვს საკვანძო როლი სწორედ დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავრობა აქტიურად მუშაობს შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე.
"მე მქონდა მარტო ბოლო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სამი ვიზიტი შუა აზიის სამ ქვეყანაში და ორი პრეზიდენტი ეწვია საქართველოს იმავე პერიოდში. ხუთივე ქვეყანასთან შუა აზიაში ჩვენ მაქსიმალურად ვაღრმავებთ ურთიერთობებს. პოტენციალი ძალიან დიდია და მთავარია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს